|
2018-03-06 12:41:15, 895 ნახვა
რეგიონი
ლევან ხაბეიშვილსა და ბაკურიანის გამგებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
ბაკურიანის გამგეობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარტიის წევრებმა ბაკურიანის გამგებელს გოჩა გობრონიძე გააკრიტიკეს და ხელფასის გაორმაგებაზე უარის თქმა მოსთხოვეს. „თქვენ მილანში, რომში და ფლორენციაში იყავით ბიუჯეტის ხარჯზე და ახლა გაორმაგებაც გინდათ. თქვით ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებთ. მოითხოვეთ რომ უბრალო თანამშრომლებს მოუმატონ ხელფასი და არა თქვენ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. საპასუხოდ გობრონიძემ ხაბეიშვილს პროვოკატორი უწოდა. „მე არანაირი ხინჯი არ მაქვს და არ ვარ კორუმპირობული. თქვენ კიდევ დადიხართ და იძახით რომ ვარ ასეთი. მოძებნეთ 2 კაცი რომლესაც 1 ლარი წავართვი. არ მომითხოვია, არ მინდა ხელფასის გაორმაგება, არ მჭირდება. თქვენ ხართ პროვოკატორები“,- განაცხადა გობრონიძემ. გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





