|
2018-03-06 12:27:00, 1670 ნახვა
სამართალი
გახარია გერმანიის შსს-ს დელეგაციის ვიზიტზე: შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქართული მხარე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს ევროპოლში შეხვედრებს გამართავს. ამასთან, გახარია საქართველოში გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენლობის ვიზიტსაც გამოეხმაურა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა ტექნიკირი ხასიათისაა და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებას არ უკავშირდება. "არა რა თქმა უნდა არ იქნება საუბარი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე. ეს არის ტექნიკური მისია. ამ ტექნიკურ მისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სხვა უწყებებში საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა არსებულ გამოწვევას ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი გახლავთ თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლოს ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც გვექნება საუბარი კონკრეტულ მექანიზმებზე. გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება სერიოზული არგუმენტი არსებულ გამოწვევებზე პასუხისთვის",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)