|
2018-03-06 12:17:49, 1880 ნახვა
სამართალი
ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გაცემა გამარტივდება
საქართველოს მთავრობას დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა. ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გამოწერა უნდა გამარტივდეს და იარაღთან წვდომის უფლება შეიზღუდოს. „ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამოაქვს იუსტიციის მინისტრს, ეს გახლავთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის საკმოდ არასახარბიელო სტატისტიკა ამ მიმართულებით, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბევრჯერ მეც მქონდა საუბარი არაერთხელ და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული და ჩვენ ვაკონკრეკეტებთ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ასევე სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ, ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა დღემდეც არაერთი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენი ღირსების, ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ ამ კუთხიტ სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ და, რა თქმა უნდა, ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდანვე”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)