13:15 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 10:50:08, 1726 ნახვა

სამართალი
Amnesty International-ი არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს

Amnesty International-ი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება და მისი ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება უზრუნველყონ.

„რუსეთმა და საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა უნდა უზრუნველყონ საფუძვლიანი, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე და მისი ცხედარი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს მის ოჯახში.

არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის თვითნებურად მოსპობის უფლება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პატიმრობაში მყოფი პირის დაღუპვა კი, სწორედ ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც თვითნებური დასჯა და უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი, მიუკერძოებელი გამოძიება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად, ოჯახს უფლება აქვს, გარდაცვლილის ექსპერტიზას მათი წარმომადგენელი დაესწროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics