|
2018-03-05 17:13:32, 1956 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მექანიზმის აწყობა. შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობისთვის და საერთო მიზნების მისაღწევად მზაობა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დამსწრე საზოგადოებას ახლადშექმნილი დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინა და დეპარტამენტის გეგმების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიციის საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობისას აწყდებიან. დისკუსიის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)