|
2018-03-05 16:31:15, 1821 ნახვა
სამართალი
ბიზმესომბუდსმენი: მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები „ბადაგონის“ ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის სათაო ოფისი დროებით გადაინაცვლებს რეგიონში, სადაც კომპანიას გააჩნია ორი საწარმო“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კომპანიის თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით წყვეტს. ლექვინაძის თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია საწარმოს ამჟამინდელ მფლობელთან დღეს დილით ჰქონდა. მისივე განმარტებით, კომპანიის პარტნიორების ქმედებები, ძირითადად, შექმნილმა აჟიოტაჟმა განაპირობა და საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის. „მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი კომპანიის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომპანიასა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვანია, მოხდეს დაკვირვება იმ პროცესზე, რომ სახელმწიფო უწყების მოქმედებამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ეს არის ჩვენი მონიტორინგის მთავარი საფუძველი. კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს გავლენა ამ პროცესზე არ აქვს“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ბადაგონის“ საკითხს აქტიურ მონიტორინგს უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)