|
2018-03-05 15:56:21, 1893 ნახვა
სამართალი
პროკურორი - მოწმემ ისაუბრა, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა ჩხუბი ხორავას ქუჩაზე
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ 51-ე სკოლის მოსწავლე მოწმედ წარადგინა. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძე განაცხადა, მოსწავლის ჩვენება მნიშვნელოვანია რადგან ის მომხდარის თვითმხილველია. მისივე თქმით, მოწმის ჩვენება ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სიზუსტის დადასტურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. "მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, მოწმემ ისაუბრა თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი და რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები. მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს", - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)