|
2018-03-05 12:46:17, 805 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეთა ღია მიღება გამართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა მერს დახმარების გაწევა ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვეს. ფრიდონ ფუტკარაძე მოქალაქეებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მოქალაქეებს საქველმოქმედო ,,ფონდი ქველმოქმედება“-დანაც უწევს დახმარებას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაფუძნებული. საქველმოქმედო ფონდის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გატარება. მოქალაქეთა მიღებას მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძიძე და ჯანმრთლობისა და სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ესწრებოდნენ. შუახევის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და ხუთშაბათია, თუმცა, ფრიდონ ფუტკარაძე მათ ყოველდღე ღებულობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





