|
2018-03-05 12:37:32, 1575 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძე: ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა არ იგეგმება
აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს უწყების მიერ ინვაზიურ მწერთან ბრძოლისთვის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის, კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაზ აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს. სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული. შეხვედრები პერმანენტულად მიმდინარეობს ამავე მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუციებთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბოილოგიური ლაბორატიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის და სიმინდის კულტურებში გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერეპარატის ფართოდ გამოცდა. ბიოაგენტების მოძიების მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შვეიცარიაში, კერძოდ, ქ. დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) იმყოფებოდნენ, სადაც აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. 8 მარტს დაგეგმილია სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა: “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები. აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილია შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი“ (USAID /REAP) მიერ და ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ინვაზიური მწერის, აზიური ფაროსანას მონიტორინგის, მართვისა და კონტროლის სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. (NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)