|
2018-03-05 09:53:08, 1636 ნახვა
საზოგადოება
გია მაისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. სიონის საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკაში გარდაიცვალა. მაისაშვილს 2015 წელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. იგი მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. გია მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. მაისაშვილმა 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარტამენტის უფროსი. 2003 წელს გია მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“. 2008 წელს გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)