|
2018-03-04 21:41:44, 2101 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადას, თუ როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახთან გადასვენება. როგორც გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი კვირა" განმარტა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მოკლე დროში დადგეს. გახარია ასევე მადლობას უხდის უწმინდესს, რომ ამ საქმეში ჩაერთო და მიიჩნევს, რომ მისი ეს ნაბიჯი დროული იყო. "დიდ იმედს ვამყარებთ მის ჩართულობაში",-აღნიშნავს მინისტრი. გახარია ასევე გამოეხმაურა განცხადებებს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ოჯახი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზარალებული, ყველაზე გაგებით ეკიდება მიმდინარე პროცესებს. "ყველაზე ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება ამ ყველაფერს.არსებობენ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს სძენენ მას",-ამბობს გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)