|
2018-03-04 17:25:12, 814 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტებს ეცნობა
ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მაღალმთიან აჭარაში პროექტების მიმდინარეობის ადგილზე გაცნობას აგრძელებს. დღეს პატარიძე საქართველოს პარლამენტის წევრ თანანზორ ბოლქვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიანი აჭარის ორი უმნიშვნელოვანესი კურორტის - "ბეშუმის" და"გოდერძის" განვითარების ფარგლებში არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. რეგიონის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაცდათბობისთანავე დაგეგმილია ახალი სამუშაოები. ზურაბ პატარაძემ კურორტ ბეშუმის საგზაო ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების შესახებ ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიპირებისაგან მოისმინა და ელექტროსისტემების გადამცემი ხაზის ბეშუმის ქვესადგურის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 2013 წელს განხორციელდა ბეშუმის ქვესადგურის დისტანციურმართვაზე გადასვლა და მისი მართვა თბილისიდან, ეროვნული სადისპეტჩეროდან გახდა შესაძლებელი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





