|
2018-03-04 13:21:43, 2128 ნახვა
სამართალი
შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით, მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი - 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ბათუმში, სენაკსა და თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)