14:03 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 18:09:57, 1857 ნახვა

საზოგადოება
„საბა კონსტრაქშენმა“ დედებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ გასართობ ცენტრ „ბუმბუმში“ დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედებს დაუვიწყარი საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება მედიასააგენტო „კლიპ-არტის“ ორგანიზებით გაიმართა.

კომპანია „საბა კონსტრაქშენის დირექტორის, ლევან თარგამაძის განცხადებით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებებისა და ინიციატივების დაფინანსებას.

„პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე ყველა დედას მივულოცო. მედიასააგენტო „კლიპ-არტმა“ შემოგვთავაზა იდეა, რომ ასეთი ღონისძიება დაგვესპონსორებინა. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო ინიციატივა აღმოჩნდა და დავაფინანსეთ. ღონისძიების დასასრულს დედებს გრანდიოზული და ექსკლუზიური საჩუქრები გადავეცით. და ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გასართობი ღონისძიება. ჩვენი კომპანია მსგავს ინიციატივებს მიესალმება და ყოველთვის დავაფინანსებთ საინტერესო იდეას“, – განაცხადა ლევან თარგამაძემ.

„კლიპ-არტმა“ დედებს ბავშვების ნახატების მიხედვით შეკერილი სოკომოროს თოჯინები აჩუქა.

„ჩვენ ბავშვებს დავახატვინეთ დედები. ნახატების შესაბამისად შევკერეთ თოჯინები და დღევანდელ ღონისძიებაზე ვაჩუქეთ დედებს. პრაქტიკულად პატარებმა დედებს საკუთარი თავი აჩუქეს“, – განაცხადა „კლიპ-არტის“ წარმომადგენელმა თამთა კალანდაძემ.

გარდა თოჯინებისა, „კლიპ-არტმა“ დედებს სხვა უამრავი საჩუქარიც გაუკეთა. გასართობი პროგრამები გათვალისწინებული იყო დედებისთვისაც და ბავშვებისთვის.

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ დაარსებიდან დღემდე ათეულობით ინოვაციური პროექტი განახორციელა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics