|
2018-03-03 17:27:18, 1158 ნახვა
რეგიონი
დედის დღე შუახევში
შუახევში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შეკრებილ ქალბატონებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. „მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადების და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ღონისძიება გაამრავალფეროვნა თსუ გოგონათა ანსამბლმა ,,გორდელამ“ და კულტურის ცენტრთან არსებულმა ხალხურ საკრავთა შემსრულებელმა ჯგუფმა, ანსამლებმა:- ,,შუახევი“, ,,ზე-კართან“, ,,ნაი“, ,,მარეთი“, ,,ჭვანა“, ,,ფესვები“. ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს მუნიციპალიტეტის მერიამ მისალოცი ბარათი და ყვავილები გადასცა. მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მათ სფეროში მოღვაწე მრავალშვილიან და ღვაწლმოსილ დედებს საჩუქრები გადასცეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






