14:03 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 17:26:55, 1923 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო: ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება

ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს განათლების სამინისტროდან აცნობეს. 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრის დავალებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმნინოშვილი დღეს ესაუბრა და მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 

5 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო ცენტრების სრული სია გამოქვეყნდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics