|
2018-03-03 12:59:03, 649 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა
აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზურ თემს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მონაწილეობდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აჭარის მწერალთა კავშირისა და აფხაზური თემის წარმომადგენლები და მწერლები ესწრებოდნენ. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვახტანგ ყოლბაია „ქართულ-აფხაზური საგას“ 10 წლის იუბილეს დაესწრო ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა. სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ „ბათუმის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, სოხუმისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)