|
2018-03-01 14:19:03, 1248 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს დღეიდან ციური აბულაძე უხელმძღვანელებს. კლინიკის თანამშრომლებს ახალი დირექტორი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარუდგინა. „ქალბატონი ციური არის თავისი საქმის პროფესიონალი, აქვს მართვის კარგი უნარი და მჯერა, რომ ახალ საავადმყოფოს ახალ სიცოცხლეს შესძენს და კლინიკა რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება იქნება“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება რუსეთის ფედერაციაში მიიღო, სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს დაასრულა. კრანოიარკის მხარეში გაიარა ინტერნატურა, მუშაობდა ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ იფექციონისტად. მოგვიანებით გაიარა კვალიფიკაცია ანესთეზიოლოგიის მიმართულებით და კრასნოიარსკის მხარეში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმ-ანესთეზიოლოგად. ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟი. უახლოეს დღეებში ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი პაციენტებს რებილიტირებულ შენობაში მოემსახურება. ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსის კეთილმოწყობითი სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისაა და კოორდინაციის სააგენტომ 2016 წელს დაიწყო. დაწესებულება აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით. სარეკონსტრუქციო სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) დააფინანსა. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. რებილიტირებულ შენობაში განთავსდა ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნქციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩატარდა რემონტი, მაგრამ დაწესებულება მაინც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს.



