|
2018-02-27 11:31:52, 741 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საცხოვრებელ ფართს თანადაფინანსებით კიდევ ხუთი ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს თანადაფინანსებით კიდევ ხუთი ოჯახი შეიძენს. აღნიშნულთანთან დაკვშირებით გადაწყვეტილება შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა სხდომაზე მიიღეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი უახლოეს პერიოდში დაურეგისტრირდებათ. სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობებიც განიხილეს, რომელიც ითვალისწინებდა პროგრამაში 30 ეკომიგრანტი ოჯახის ჩართვას. „კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება 16 ოჯახთან დაკავშირებით მიიღო. მათ გაეგზავნებათ შეთავაზების წერილი საცხოვრებელი ფართის მოძიების მიზნით, დანარჩენი ოჯახების მდგომარეობას სამუშაო ჯგუფი ადგილზე შეისწავლის. კომისიის გადაწყვეტილებით, ორი ეკომიგრანტი ოჯახის მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით გაეგზავნება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებს“, - აცხადებენ სამინისტროში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 111-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





