13:35 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 20:02:16, 1719 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და  სხვა მოქალაქეებმა   საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხედრის გადმოცემაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარიც.

ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ძალადობის კვალი აღენიშნება, რის გამოც ცხედრის  გადმოცემა არ სურთ.

ოჯახის წევრები ცხედრის გადმოსვენებამდე დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის,  დღეს ერგნეთში,ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების -ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.

მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე  უარი თქვა.

ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics