|
2018-02-26 17:38:09, 991 ნახვა
რეგიონი
„ეს არის ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი“ - აჭარის მთავრობა „ნაცმოძრაობას“ პასუხობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, ტყუილია. „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას, თუმცა მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და გვჯერა, რომ ისინი არ მოტყუვდებიან. საქმე ეხება სასამართლოში ფიზიკური პირის ქონების დავის საკითხს. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისიის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება. ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში. კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი განცხადება არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რუსული გავლენების თემით მანიპულირების კამპანიის ნაწილი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





