14:53 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 12:49:34, 1946 ნახვა

სამართალი
ტატუნაშვილის ოჯახი შიშობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადმოსვენების პროცედურას განგებ აყოვნებს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი შიშობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადმოსვენების პროცედურას განგებ აყოვნებს, რათა რეალური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდეს.

გარდაცვლილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.

„ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ჩემი შვილი მოკლულია. აქვე დაადეს ხელზე ბორკილები, ახალგორში და ისე წაიყვანეს. სავარაუდოდ, გზაში მოხდა შეხლა-შემოხლა, არც ეს არის გამორიცხული, რომ ბოღმისგან გული გაუსკდა. იმიტომ, რომ ბორკილები დადებული ჰქონდა, ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო და რომ ვერაფერი გააკეთა, ეს იყო მისთვის შეურაცხყოფა. არ ვიცი, აქ ხომ ჩააუტარდება ექსპერტიზა და ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ დღეს მოხდება.

"იქაურებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ჩვენი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დაირეკეს და სავარაუდოდ დღეს მოხდება გადმოსვენება", - დასძინა ტატუნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics