|
2026-10-20 13:43:37, 276 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყანაში, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი, რატომ ზღუდვას მოქალაქეების არჩევანს, რატომ ავლენს უნდობლობას ყველას მიმართ. „რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების საკითხი, ეს არის არჩევანის, უპრეცედენტო უნდობლობის საკითხი იმ რეჟიმის, იმ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე საქართველოს მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან და ინარჩუნებენ ძალაუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)