13:27 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 11:21:42, 1534 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილმა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო

სასტუმრო “rooms  hotel Tbilisi”  „ტყის კოდექსის“ საჯარო განხილვა გაიმართა.   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო.

სამინისტრომ  ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო.  

კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -  „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, ფარგლებში,  რომელიც განახორციელა მსოფლიო ბანკმა. 

შეხვედრას  საერთაშორისო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. კანონპროექტის ძირითადი მიმართულებების განხილვის შემდეგ, მათ  მიერ  წარმოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის საბოლოო დოკუმენტში.

კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან" გამომდინარე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ემყარება. საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება. 

შეხვერდას აღმასრულებელი  და საკნანომდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics