|
2018-02-25 10:00:57, 1484 ნახვა
საზოგადოება
კალაძე მონაკოს მერსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე მონაკოს მერს, ჟორჟ მარსანსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ილია ელოშვილი ესწრებოდნენ. თბილისის მერთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში დაგეგმილ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას შეეხო. გამოფენა, რომელიც 2019 წლის იანვრამდე გაგრძელდება, სტარტს ვენაში აიღებს და ტოკიოში დასრულდება. სოფიო ხუნწარიას განცხადებით, გამოფენის ორგანიზატორებს საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. „ნიკო ფიროსმანის 100 წლის იუბილეა. ამიტომაც, მონაკოს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათი თაოსნობით, ფოროსმანის გამოფენა თავდაპირველად, ალბერტინას მუზეუმში იგეგმება, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს ძალიან ბევრს ქალაქს მოივლის და ტოკიოში დასრულდება. ისინი ახალი ხედვით უყურებენ ფიროსმანს და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მონაკოს მერიასთან ერთად, ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელებას შეძლებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლის ედრიან ბარსენის თქმით, მათი მიზანია, მსოფლიოს ნიკო ფიროსმანი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა გააცნონ. „თბილისის მერთან შეხვედრაზე ვენაში, ნიკო ფიროსმანის პირველი გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ჩვენ არა მხოლოდ ვენაში ვგეგმავთ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას, არამედ გვსურს, მსოფლიოს მისი შესანიშნავი ნახატები გავაცნოთ“, - განაცხადა ედრიან ბარსენმა. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ვენაში, ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის ოქტომბრიდან უმასპინძლებს. (NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)