17:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 14:38:28, 1569 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

თბილისის მერის მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსმა თავშესაფრის საცხოვრებელი, სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო, საშრობი ბლოკები და თავშესაფრის ბენეფიციართა მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერეს. ასევე, დაესწრნენ  თავშესაფრის ბენეფიციართა გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევებს. 

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის მერია მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები მოქალაქეების რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„გავიცანით საოცარი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ისინი ძირითადად, შემოქმედებით  არიან  დაკავებული. მათ თავიანთი ხაზი  და  ნამუშევრები აქვთ. საოცარი ხელნაკეთი ნივთები აქვთ და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა ასევე იფიქროს, თუ კიდევ რით შეიძლება შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, თუნდაც დასაქმებისა და არტ-თერაპიის კუთხით, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დღეისთვის, თავშესაფარში 117 მიუსაფარი პირი ცხოვრობს. ბენეფიციარები ორჯერადი სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილი.

„გავესაუბრეთ მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ მომავალში გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რაც ამ ადამიანებს მომსახურებასა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის მიზნით სურთ“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.  

თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან  ფუნქციონირებს და ერთდროულად, 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. მიუსაფარი პირები თავშესაფარში პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, პირადი მოხმარების ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებს 24 საათიან რეჟიმში იღებენ. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგი ემსახურება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics