|
2018-02-22 13:54:13, 1195 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევი მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ფრიდონ ფუტკარაძემ ა(ა)იპ სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებთან გამართა. შეხვედრის მიზანი ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, სამომავლო გეგმების და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განხილვა იყო.
ა(ა) იპ სოციალური ცენტრის სერვისების ძირითადი ფუნქციებია: შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამბულატორიების ექიმებისა და სამედიცინო პუნქტის მედდების მუშაობის მონიტორინგი; საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურება და მათი მუშაობის ხელშეწყობა; მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები; სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სოციალური ხასიათის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. ა(ა) იპ სოციალური ცენტრის სერვისების ცენტრის ადმინისტრაციაში 5 თანამშრომელი, 46 თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი და 8 მძღოლია დასაქმებული. ფრიდონ ფუტკარაძემ ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს და სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას და სამომავლოდ მხარდაჭერას დაპირდა. შეხვედრა მერს მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძეც ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






