|
2018-02-22 12:54:18, 900 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სამხედროები“ ოკუპირებულ აფხაზეთში „სამხედრო აღლუმში“ მიიღებენ მონაწილეობას
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სამხედროები“ ოკუპირებულ აფხაზეთში „სამხედრო აღლუმში“ მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტისა და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. "გვსურს, რომ აღლუმში ჩვენთან ერთად სამხედროებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც ოსეთის დროშა ეჭირებათ ხელში. დაე, ჩვენმა ხალხმა ნახოს, რომ ძმური ურთიერთობა გვაქვს, რადგან ერთი ბედი გვაქვს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესლან ცვიჟბამ. როგორც ცვიჟბამ აღნიშნა, "აღლუმი" 30 სექტემბერს გაიმართება. "აღლუმი უკავშირება აფხაზი ხალხის ქართულ ფაშიზმზე გამარჯვებას", - დასძინა მან. თავის მხრივ ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ორივე ერს ახსოვს 90-იანი წლები, როდესაც ნეოფაშიზმზე დაფუძნებულმა საქართველოს რესპუბლიკამ ტერიტორიების დაპყრობა გადაწყვიტა, იმ მოტივით, რომ ეს მიწები თითქოს მათ ეკუთვნით. ვეერც კი მიხვდნენ, რომ ეს მიწები ჩვენი წინაპრების იყო. სიკვდილის წინაშეც რომ ვმდგარიყავით, ამ მიწებს მაინც არ დავთმობდი",- განაცხადა ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





