13:19 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 12:13:33, 1647 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International: საქართველოში ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან

საქართველოში ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან- ამის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  ახალი კონსტიტუციით,  მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ქორწინების განმარტება დაემატა, რომელიც განისაზღვრა, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“.

„25 აგვისტოს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ ორი ლგბტ აქტივისტი დააკავა. აქტივისტებმა მათ მიმართ ძალადობა და „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით მათი დაკავება გააპროტესტეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგვისტოში აქტივისტების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“,-  ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics