|
2018-02-22 11:29:16, 1380 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორს, ჯენინ ვეინს შეხვდა. მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერა. აშშ-ის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა და ხანძარსაწინააღმდეგო მმართველობის სისტემის დანერგვა. მინისტრმა შეხვედრაზე მთვარობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ორი სამინისტროს გაერთიანებით, რესურსების ეფექტიანი გადანაწილება მოხდა, რაც ხელს შეუწყობს დარგების მდგრად განვითარებას და გაზრდის სექტორში დახარჯული სახსრების უფრო მეტად ეფექტიან მართვას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმილ სახელმწიფოს სტრატეგიის თანმიმდევრულ განხორციელების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ამერიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორმა, ჯენინ ვეინმა აღნიშნა, ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და მთავრობის ინიციატივების განხორციელებაში დახმარებას. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA). საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)