|
2018-02-22 08:47:43, 2310 ნახვა
მსოფლიო
Hurriyet: ანკარაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულმა პირმა საქართველოში შესვლა 2-ჯერ სცადა
ანკარის რკინიგზის სადგურთან 2015 წელს განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, "ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ძებნილი პირი, საქართველოში გადასვლას 2-ჯერ ცდილობდა, - ამის შესაახებ Hurriyet თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრნდობით იუწყება. მედია საშუაალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ნუსრეთ ილმაზი საქართველოს პოლიციამ 2017 წელს საზღვარზე დააკავა და ის თურქეთში დააბრუნა, თუმცა 2 დღის შემდეგ, მან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ისევ სცადა. ილმაზი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. "2016 წლის 5 აპრილს ილმაზი დააკავეს, თუმცა შემდეგ გამოუშვეს. როდესაც ის 2017 წლის შუა პერიოდში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შესვლას ცდილობდა, საქართველოს პოლიციამ გამოავლინა, რომ მასზე გაცემული იყო დაკავების ორდერი და მისი ექტსრადირება განახორციელა, თუმცა 2 დღის შემდეგ, ეჭვმიტანილმა კვლავ სცადა საქართველოში შესვლა სარფის გამშვები პუნქტიდან და საქართველომ ის არ მიიღო“, - ნათქვამია თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ანკარას მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ წერილში. გაგზავნილი წერილი 2018 წლის პირველი თებერვლით არის დათარიღებული. თურქული მედიის წერს, რომ ილმაზი დღემდე ძებნაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 109 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე ბრალი "ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირბულ 36 პირს წაუყენეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)