|
2018-02-21 12:08:44, 1600 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრებას გეგმავს
საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტის შეტანას პარლამენტში საფრანგეთის მთავრობა დღეს გეგმავს. კანონპროექტის თანახმად, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამ ეტაპზე 45 დღეს შეადგენს, გაორმაგდება და 90 დღემდე გაიზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო მიგრანტები რომლებიც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ მათ ერთწლიანი პატიმრობა და ჯარიმების გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობაში სურთ, რომ ემიგრაციის საკითხებში უფრო მტკიცედ და სამართლიანად იმოქმედონ, ამიტომ კანონპროექტის თანახმად არასრულწლოვანი პირებისთვის თავშესაფრის მინიჭება მარტივდება და ორჯერ მცირდება ვადა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო სტრუქტურებმა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადება უნდა განიხილონ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სონია კრიმის განცხადებით, მთავრობა მსგავსი ქმედებებით "ადამიანების შიშებას ეთამაშება". "ყველა მიგრანტი არ არის ტერორისტი, უცხოელები ყოველთვის არ იტყუებიან მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ", - დასძინა ემანუელ მაკრონის პარტიის წევრმა. BVA -ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იმიგრანტია. 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 100 000-ს გადააჭარბა. აქვე Reuters-ი წერს, რომ რეკორდული მაჩვენებელი მაინც გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც თავშესაფარს 186 ათასი ადამიანი ითხოვდა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)