|
2015-05-15 15:19:40, 734 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს კარენ ჩშმარიტიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში EBRD-ის წლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სერგეი ავეტისიანი, ასევე სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთის საგარეო-ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულია 60-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები. უწყების ცნობით, სომხეთის მხრიდან საქართველოში, 2003-2014 წლებში 20.13 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სომხეთიდან განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 139%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში დარეგისტრირებულია 548 საწარმო სომხეთის კაპიტალის მონაწილეობით. სომხეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსათვის ერთ-ერთ მზარდ ბაზარს წარმოადგენს. სომხეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 2.6%-ით და შეადგინა 1,325,635 ვიზიტორი. 0.5%-ით არის გაზრდილი ასევე 2015 წლის იანვარი-აპრილში სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა .
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)