|
2018-02-20 16:58:11, 808 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ოთხმა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები შეიძინა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ოთხმა ეკომიგრანტმა ოჯახმა თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართები შეიძინა. რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა. „სტიქიის შედეგად სამი წლის წინ დავიმეწყრეთ, სახლი დაზიანდა, ნათესავისგან გავიდეთ, რომ სამინისტრო ახორციელებდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, შემოვიტანეთ განაცხადი და დღეს დაგვაკმაყოფილეს, ბინა ქობულეთის მუნიციპალიტეტში შევიძინეთ“, - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების მკვიდრმა ისმაილ გელაძემ. გელაძეების გარდა, დღეს, საცხოვრებელი ფართები ვანაძეების, მახარაძეებისა და შავაძეების ოჯახებმაც შეიძინეს. მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





