|
2018-02-20 10:33:45, 839 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის კონსულს მაქბულე ქოჩაქს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაქთან შეხვედრა გამართა და მას აჭარაში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა. შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მხარის ხელშეწყობით 2012 წლიდან აჭარაში აშენდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ასევე, ინვენტარით აღიჭურვა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. კეთილმოეწყო და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსი, რომელშიც სამედიცინო საქმიანობა უახლოეს დღეებში დაიწყება. მაქბულე ქოჩაკმა აჭარაში დიპლომატიური საქმიანობა 2018 წლის იანვარში დაიწყო, ზაალ მიქელაძემ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





