|
2018-02-18 17:06:40, 1923 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო: მიუტევებელი წყენა აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის მადლის შემოსვლას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუტევებელი წყენა სულს აზიანებს: „მიუტევებელი წყენა, რომელიც შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი.ის, რომ გაქვს ჩარჩენილი გულში, ნაწყენი რომ ხარ, ვერ პატიობ, არ პატიობ, აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს.როგორც ურდული რომ ადევს კარებს, ურდული ხომ კეტავს კარებს, ასე ეს წყენა მიუტევებელი კეტავს გულის კარს და აღარ უშვებს სული წმინდის მადლს. როდესაც სულიწმინდის მადლი არ შემოდის, ცოდვებიც არ გვეპატიება, ანუ ვერ განვიწმინდებით ჩვენ ცოდვებისგან, რადგან ცოდვებისგან გასწმენდს მხოლოდ ადამიანს სულიწმინდის მადლი“,-აღნიშნა მეუფე შიომ. დღეს შენდობის დღეა, დღე, როდესაც ყველამ პატიება უნდა ითხოვოს ჩადენილის გამო. მიტევების კვირა განსაკუთრებულია. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. საეკლესიო სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. სწორედ ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა.ამ დღეს დედა ეკლესია გვასენებს, თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი.მარადიული ნეტარება,სამოთხე.ცოდვა, რომელმაც ადამიანი ღვთის წინააღმდეგ განაწყო არის ამპარტავნება.რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდებენ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)