|
2018-02-16 19:22:17, 1880 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელებისფაქტზე, დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორის ლ.რ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 5 000 ლარიპატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერიფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციოსასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)