|
2018-02-16 13:20:57, 718 ნახვა
რეგიონი
განახლებული რეპერტუარი აუდიო ალბომის სახით გამოიცემა
2017 წლის სექტემბერში გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პროგრამით და ,,გალობის ფონდის’’ მხარდაჭერით სტუდენტური დასაქმების პროექტი განხორციელდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონებში არსებული ფოლკლორული და სამგალობლო გუნდების მხარდაჭერა, მათი რეპერტუარის განახლება. პროექტს ფარგლებში უნივერსიტეტის 6 სტუდენტისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი თიანეთის, ლეჩხუმის, სამაგრელოსა და აჭარის რეგიონში 10 დღის მანძილზე ინტენსიურად მუშაობდნენ რეგიონალურ გუნდებთან. აჭარის რეგიონიდან, შუახევის კულტურის ცენტრის ანსამბლებს ,,ჭვანა“, ,,შუახევი“ , ,,ნაი“ შეასწავლეს ადგილობრივი ფოლკლორისთვის დამახასიათებელი სიმღერები. მესამე დღეა შემოქმედებითი ჯგუფი შუახევში იმყოფება და ანსამბლებზე შესწავლილ რეპერტუარს იწერს, შემდეგ კი დაგეგმილია აუდიო ალბომის გამოცემა. შემოქმედებით ჯგუფს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად შეხვდა და რეპერტუარის ჩაწერის მიმდინარეობას გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





