|
2018-02-15 14:42:50, 1739 ნახვა
კომენტარი
რებეკა ჰარმსი: აუცილებელი არაა ჩაბუქის გაწირვა იმისთვის, რომ საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ „დემირელის“ კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში არ უნდა განხორციელდეს. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველომ ამ სიტუაციაში საკუთარ რეპუტაციაზეც უნდა იზრუნოს. "ის მასწავლებელია და არა ტერორისტი. საქართველოში ძალიან რთულ პერიოდში - რუსეთთან ომის შემდეგ, ჩამოვიდა. ასწავლიდა "დემირელის" სკოლაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა და ვფიქრობ, ბევრი მიზეზია იმისა, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. გასაგებია, რომ საქართველოს და თურქეთს დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ არ არის აუცილებელი მუსტაფას გაწირვა იმისათვის, რომ საქართველოს თურქეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს. საქართველომ არ უნდა დააზარალოს თავისი რეპუტაცია და არ უნდა მოხდეს ჩაბუქის ექსტრადიცია", - განაცხადა რებეკა ჰარმსმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა დღეს გლდანის ციხეში მუსტაფა ემრე ჩაბუქი მის ადვოკატთან ერთად მოინახულა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)