17:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 15:49:30, 1986 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: USAID-ის მხარდაჭერილი ენერგოპროგრამები,საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ხელს უწყობს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას  აშშ-ის  ელჩი იან კელიც დაესწრო.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროგრამის მენეჯერი ჯეიკ დელფია. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს. მისი განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები კი ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მან დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტებმა ასევე დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. 

ახალ ენერგეტიკულ პროგრამაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით. გარდა ამისა, პროექტი წაახალისებს ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის ხელშეწყობას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას  ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
პრეზენტაციის დასასრულს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ საპატიო სტუმრებს ეროვნული სადისპეჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერებინა. 

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას,  განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics