|
2018-02-14 15:46:29, 1650 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე - მიზანი ყველას აქვს ერთი, თუმცა, ამ მიზნის მიღწევის გზებზე ვერ ვთანხმდებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საჭიროა პოზიციების შეჯერება როგორც უმრავლესობაში, ასევე, ოპოზიციასთან. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სწორედ დამატებითი სიღრმისეული მსჯელობის საჭიროების გამო გადაიდო. „ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტს. იმისათვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ, დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიზანი ყველას აქვს ერთი, თუმცა, ვერ ვთანხმდებით მიზნის მიღწევის გზებზე. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მიიღწევა უკეთ მიზანი. მიზანი არის, მოგეხსნებათ, ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება. ეს არის ძირითადი მიზანი. ძირითადი ხაზი. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მიღწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არცერთი მხრიდან, არის ორი, ასე ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრება, არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერ-ჯერობით არ მომისმენია. ჩვენ გვჭირდება ასეთი სიღრმისეული მსჯელობა და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ კანონპროექტი. ყველას მოვუწოდებ, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები. არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსჯელობაში ჩართული იქნება კანონპროექტის შინაარსით დაინტერესებული ყველა მხარე. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უმრავლესობის შიგნით პოზიციების შეჯერება და ასევე, გვჭირდება უფრო ფართო ფორმატში პოზიციების შეჯერება ოპოზიციასთან, ასევე, არა საპარლამენტო სუბიექტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ვითარების გაუმჯობესებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთანაც იქნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ის მხარე იქნება ჩართული, რომელიც არის დაინტერესებული კანონპროექტის შინაარსით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)