12:10 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 18:32:50, 941 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. საქართველოს საპორტო ქალაქებში სისტემატურად იმართება თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდების ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ნატოს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება ქართულ-თურქული ერთობლივი საპატრულო-საექსკორტო წვრთნები.

როგორც სელამი ალთინოქმა აღნიშნა, სასურველია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს უკვე არსებული ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. ხოლო თურქული მხრიდან თურქეთის ეროვნული პოლიციის გენ. დირექტორის მოადგილე ალი ჩელიქი, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და სხვა ოფიციალური პირები.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics