|
2018-02-13 14:46:32, 1871 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირებმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის გაუმჯობესების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია - „გახადე შრომა უსაფრთხო!“ გამართეს. აქციის მონაწილეებმა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. მათი თქმით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, შრომის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამასთან, აქტივისტებმა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის გაუმჯობესების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. "ერთი კვირის წინ პარლამენტთან გავმართეთ აქცია და გავაფრთხილეთ სახელმწიფო, რომ მას რაც შეიძლება მალე უნდა მიეღო არსებითი კანონპროექტი. მან ეს ისევ არ გააკეთა და კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა სამუშაო ადგილზე. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი ვერ მოახერხებს დასაქმებულების უსაფრთხოების ნორმების დაცვას სამუშაო ადგილზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნებთან დაკავშირებით ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს. ვაკეთებთ პეტიციას და ასევე პერმანენტულად გავაგრძელებთ აქციებს. ვითხოვდით, რომ გავრცელების არეალი - მძიმე, მავნე და საშიში არეალი, გაფართოებულიყო და გავრცელებულიყო ყველა დასაქმებულზე. რეალურად ხდება ის, რომ ამ გაწელვის პროცესში ისინი ცდილობენ პირიქით შეავიწროვონ ეს არეალი და მხოლოდ მომატებული რისკის სამუშაო სივრცეებზე გააკეთონ კანონპროექტი. მეორე პრობლემა არის ის, რომ შრომის ინსპექტორებს ისევ არ ეძლევათ სამუშაო ადგილებზე უპირობოთ დაშვების შესაძლებლობა. პრობლემური არის ასევე სანქცირების სისტემა - რადგან მიზერული თანხები არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ დამსაქმებელი დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდეს. ერთადერი რაც დაგვრჩენია, ვიყვიროთ იქამდე, სანამ შედეგს ვერ მივიღებთ, იმისათვის, რომ კანონპროექტი იყოს რეალური და არა ფარსი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა ბექაურმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)