|
2018-02-12 22:50:49, 2692 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ვარშავაშია - „პოროშენკო არაა პრეზიდენტი, ის ბარიგაა, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე ვარშავაშია. ამის შესახებ თავად ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას Strana იუწყება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას უხეშად ექცეოდნენ. ამასთან, ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეები სრული სიცრუეა. „კაფეში ვიყავით, როდესაც შემოვარდნენ და ძალით ჩამსვეს მანქანაში. თვალები ამიხვიეს და გარკვეული დროის განმავლობაში კიევის ქუჩებში ვმოძრაობდით. შემდეგ ჩამომსვეს "ბორისპოლის" აეროპორტი. ძალით ჩამტენის თვითმფრინავში, საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი. პუტინს, პოროშენკოსა და ივანიშვილს ჩემი თავიდან მოშორება სურთ. ის პრეზიდენტი არაა, ის ადამიანიც არაა, უბრალოდ ბარიგაა, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჩვენი ეშინიათ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)