|
2018-02-12 12:45:45, 1460 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ბიზნესს მისცა თავისუფლება
„ბადაგონთან“ დაკავშირებით ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს „ბადაგონთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ბიზნესს თავისუფლება დაუბრუნა. „ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება - რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. ხოლო რაც ეხება უკვე თვითონ დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. (NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)