|
2018-02-09 11:37:48, 808 ნახვა
რეგიონი
USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის მთავრობამ 3 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ზუგდიდში USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





