16:32 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 17:14:51, 2358 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს „მალეო“-ს სთავაზობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს პრეზენტაცია გამართა, რომელიც გულისხმობს ონლაინ მაღაზიებში ნივთების შეძენას და ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

 „საქართველოს ფოსტა“ დაინტერესებულ პირებს  საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი, შეიძინოს და უზრუნველყოს ამ მისამართზე შემოსული ელექტრონული კომერციით შეძენილი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში. ამისათვის მომხმარებელი რეგისტრირდება  ვებ გვერდზე - maleo.ge, ყველა სავალდებულო მონაცემის შევსების შემდეგ ენიჭება ინდივიდულური მისამართი და ოთახის ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული მისამართი გამოიყენოს  სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან შეძენილი ნივთების მისაღებად. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა აკონტროლოს შეძენილი გზავნილების მდებარეობა.

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის  მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.

„ჩვენ შევქმენით სამართლებრივად გამართული, ერთიან სტრუქტურაში ჩამოყალიბებული ელექტრონული სერვისი „მალეო“, რომელიც მომხმარებელს შეუქმნის განსაკუთრებულ ფასეულობებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, შეიძინოს სასურველი პროდუქცია და შეუფერხებლად მიიღოს მისამართზე. ასევე ვმუშაობთ ელექტრონულ პლატფორმაზე რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას: იმპორტს, ექსპორტს და ქვეყნის შიდა ელექტრონულ კომერციას. რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოონ თავიანთი პროდუქციის ონლაინ გაყიდვები და ამისათვის გამოიყენონ ჩვენს მიერ შექმნილი პლატფორმა, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს ნებისმიერ ქვეყანაში მათი პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდებას. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე”,- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

 „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხარებელს საშუალება ექნება ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება და საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიღება.

 „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის  82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.

ფოტო რეპორტაჟი

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics