08:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 15:08:41, 1782 ნახვა

კომენტარი
ოთო კახიძე: ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, მკვლელობის შესახებ ცნობები უკვე ყოველდღიურობად იქცა

„ჩვენ თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას, უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ პარალმენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კახიძეს შეფასებით, სახელმწიფომ ქვეყნის კრიმინოგენური ვითარება დაამძიმა.

”მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რამდენიმე ძალიან უპასუხისმგებლო ნაბიჯით მნიშვნელოვნად დაამძიმა კრიმინოგენური ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ვგულისხმობ ზედმეტად გაუაზრებელ და ზედმეტად ფართო ამნისტიას, პოლიტპატიმრების სტატუსით ისეთი პირების გათავისუფლებას და გმირებად შერაცხვას, რომლებიც არ იმსახურებდნენ ამას თავიანთი წარსულიდან გამომდინარე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  იმ გარიგებასთან და ფლირტთან, რომელიც ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან აღინიშნებოდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას, უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები. ეს ცნობები თუ ადრე იყო ეგზოტიკური იშვიათობა, ახლა უკვე ყური მიეჩვია და ეს არის ძალიან სახიფათო საკითხი”, - განაცხადა ოთო კახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით  ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics