13:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 14:08:48, 1577 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი: დღევანდელი სასამართლოს სახე მურუსიძეა - ეს გააკეთეთ თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“

„დღევანდელი სასამართლო არის მურუსიძის სასამართლო და ეს გააკეთეთ თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა პარალმენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, ოპოზიციას სასამართლოში არჩევნების დროს არცერთი საქმე არ მოუგია. 

„მე გამიხარდება ჩვენი სასამართლოს სისტემის რეფორმირება და ის, რომ  ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები პროგრესისკენ. მაგრამ თქვენი დღევანდელი სასამართლოს სახე მურუსიძეა. მუსურიზე დატოვეთ  კრიტერიუმად და საზომად დღევანდელი სასამართლოსი და არც ერთი საქმე სხვათაშორის თქვენ „ობიექტურ“ სასამართლოში  ოპოზიციას არ მოუგია არჩევნების დროს, როდესაც სრულიად უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი გაყალბების ფაქტების, თქვენ მიერ „რეფორმირებულ“ სასამართლოში.  დღევანდელი სასამართლო ეს არის მურუსიძის სასამართლო. ეს გააკეთეთ  თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“. მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ შეუძლებელია ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმირება, მაგრამ ნუ დაგვიხატავთ ახლა  დღევანდელი ქართული სასამართლოსგან გერმანულ სასამართლოს და ფრანგულ და თუნდაც იტალიურ სასამართლოს.  არ გვინდა  შეჯიბრება ამ თემასთან მიმართებაში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით  ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics