|
2018-02-06 16:54:16, 1664 ნახვა
კომენტარი
ირაკლი შოთაძის განმარტებით, ჩაბუქის საქმე მთავარი პროკურატურის ბრალდების საქმე არ არის
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის გამოეხმაურა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, ექსტრადირების მოთხოვნა თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე დადგა". "მიმდინარეობს ექსტრადირების პროცესის დასაშვებობის შესწავლა. სასამრთლოში განხილვები წარიმართება შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპით. ჩვენ წარვადგენთ თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალებს, დაცვის მხარე კი, წარმოადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. ამ შემთხვევაში, ეს არ არის ჩვენი ბრალდების სისხლის სამათლის საქმე. ხსენებული პიროვნება არ არის საქართველოს პროკურატურის ბრალდებული. საუბარია ექსტრადირების პროცესზე, თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე. კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცედურები", - განაცხადა შოთაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)